ახალი ამბები
გორის მერია კვერნაკის ქედზე 55 ნაკვეთს ყიდის
გორის მერია კვერნაკის ქედზე 55 ნაკვეთს ყიდის. თითოეული ნაკვეთის ფართობია 600 კვ.მ.

თითო ნაკვეთის საწყისი საპრივატიზაციო თანხა 21 ათას ლარს შეადგენს.

საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა მერიამ დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა.

საკითხი ბიურომ დღის წესრიგში შეიტანა და მისი განხილვა ივლისის გეგმიურ სხდომაზე მოხდება.

მას შემდეგ რაც მერია საკრებულოსაგან თანხმობას მიიღებს, თითოეულ ნაკვეთს მერია აუქციონზე გაიტანს. 

ნაკვეთები გაიყიდება უპირობოდ. საიდენტიფიკაციო კოდები მერყეობს: 66.45.10.771-დან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები