ახალი ამბები
დოღი გაიმართა არაშენდის მთაზე - გორი
გორში გამართულ დოღში გამარჯვებულები გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დააჯილდოვა.

გამარჯვებულებს, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

საცხენოსნო დოღში, არაშენდის მთაზე, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა.

დოღი გორში გორის მერიისა და საცხენოსნო კლუბი "კენტავრის" თანადაფინანსებით ჩატარდა.

საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ის უკვე მესამედ გაიმართა.

შეჯიბრების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა.

საცხენოსნო დოღში, არაშენდის მთაზე, სხვადასხვა რეგიონებიდან XX
Print

სტატიის გამოყენების პირობები