ახალი ამბები
წაიკითხეთ წიგნები და მოიპოვეთ ამერიკის ელჩის სერთიფიკატი
მიიღეთ მონაწილეობა ამერიკის საელჩოს საზაფხულო გამოწვევაში, წაიკითხეთ წიგნები და მოიპოვეთ ამერიკის ელჩის მიერ დაწესებული ვერცხლის, ოქროს ან პლატინის სერტიფიკატი.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 5-18 წლის მოსწავლე-ახალგაზრდებს.

კონკურსის ეტაპები:

1. აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ და შეავსეთ ფორმაში მითითებული ინფორმაცია 10 ოქტომბრამდე. (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად, ან ქართულად.)
2. ბავშვები, რომელებიც წაიკითხავენ 500 გვერდს, მიიღებენ ამერიკის ელჩის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. (ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.)
3. ბავშვები, რომლებიც 1 000 გვერდს წაიკითხავენ, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ოქროს სერტიფიკატს.
(ამ შემთხვევაშიც, ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.)
4. ბავშვები, რომლებიც წაიკითხავენ 10 000 გვერდს, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ყველაზე მაღალი დონის, პლატინის სერტიფიკატს.

შეავსეთ მარტივი ონლაინ ფორმა 10 ოქტომბრამდე, მიუთითეთ გორის ამერიკული თარო.

5. ონლაინ ფორმის შევსების საფუძველზე თქვენ ავტომატურად გახდებით კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამის მონაწილე. გამოწვევის წინასწარ დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატის მფლობელიც გახდებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები