ახალი ამბები
კარალეთში ავარიისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
კარალეთში ავარიისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ მედიას გორმედის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა აცნობა.

სამედიცინო ქსელ ,,გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ განაცხადა, რომ მამაკაცი კლინიკაში პოლიტრავმით შემოიყვანეს, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, ქირურგიული მკურნალობა, ამჟამად მკურნალობა უტარდება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში,

"პაციენტი კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით, პოლიტრავმით შემოიყვანეს. აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, წვივის ძვლისა და ბარძაყის მოტეხილობა, ამასთანავე, მუცლის ტრავმა ღვიძლის და ელენთის დაზიანებით. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა, ამჟამად მას მკურნალობა უტარდება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა", - განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის კარალეთის მონაკვეთზე გუშინ საღამოს მოხდა. ავარიის შედეგად, ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები