ახალი ამბები
ცხინვალში 30 წლის მამაკაცი კგბ-ს თანამშრომელმა მოკლა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალში მამაკაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა მოკლა, ხოლო ფაქტი ორმა გამომძიებელმა დამალა.

ამის შესახებ სააგენტო ,,რესი'' იტყობინება. მკვლელობის ფაქტი 2022 წლის 3 ივნისს მოხდა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ​​თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ეჭვმიტანილია. 3 ივნისს სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია 1992 წელს დაბადებული სარმატ ფელიქსის ძე ქუმარიტოვის გარდაცვალება. ზემოაღნიშნულ დანაშაულზე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა 15 ივლისს დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ეჭვმიტანილთან დაკავშირებით ცხინვალის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 2 თვის ვადით", - ნათქვამია ცხინვალის პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

პოლიციელები წინასწარი პატიმრობიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაუშვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები