ახალი ამბები
თრუსოს ხეობაში დევნილი ოჯახების ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყობა
თრუსოს ხეობაში დევნილი ოჯახების ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, 25 მოსწავლე 28 ივლისს გაემგზავრება. ბანაკი 10-დღიანი იქნება.

მოსწავლეები ათი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის შემეცნებით, სპორტულ, სახალისო და საინტერესო აქტივობებში.

უნდა აღინიშნოს, რომ საზაფხულო ბანაკი ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერთან არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწყობა.

როგორც პრეს-სამსახურიდან იტყობინებიან, ეს იქნება შემეცნებით-მართლმადიდებლურ-დასასვენებელ ბანაკი - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი",

Print

სტატიის გამოყენების პირობები