ახალი ამბები
30 წლის წინ მეჯვრისხევში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სასამართლოში განხილვა დაიწყო
გორის რაიონულ სასამართლოში დაიწყო განხილვა იმ მკვლელობის საქმეზე, რომელიც 30 წლის წინ, 1994 წელს მეჯვრისხევში მოხდა.

გორის სასამართლო ფაქტის შესახებ ბრალდებულის გარეშე მსჯელობს. მკვლელობაში ბრალდებულ პ.გ-ს პოლიცია კვლავ ეძებს.

როგორც მხარეებმა განაცხადეს, მკვლელობა სოფელში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

სხდომაზე ჩვენების მისაცემად ვერ გამოცხადდა დაღუპულის მშობელი მამა - გ. ბესიაშვილი, რადგან ის უკვე 85 წლისაა და გადაადგილება შეზღუდული აქვს. როგორც დაზარალებულის ოჯახის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მხარეს აცნობა, დიდი ხანია გამოგლოვილი ჰყავთ დაღუპული. ეს პროცესები კი, მათი თქმით, ამ ტკივილს ხელახლა გააცოცხლებს.

,,როგორც წესი, ძველ სააქმეებზე სასამართლო სხდომები არ იმართებოდა, ვიდრე პირს არ დააკავებდნენ და არ განიხილებოდა აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ახლა ეს მიდგომა შეცვლილია. ნახეს, რომ პირი ძიებაში, საქმე დასამთავრებელია. გადმოგზავნეს სასამართლოში და მოსამართლე დანაშაულის შესახებ ბრალდებულის გარეშე იმსჯელებს.'' - აცხადებს ბრალდებულის ადვოკვატი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები