ახალი ამბები
გორის პროკურატურამ დააკავა მამაკაცი - ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე
გორში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენა. ბრალდებული დღეს სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით წარადგინეს.

გამოძიების დასრულებამდე ის წინასწარ პატიმრობაში იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები