ახალი ამბები
ცხინვალში ფიქრობენ, რომ ,,ლენინგორს'' უნდა დაუბრუნდეს სახელწოდება ,,ახალგორი''
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ შესაძლოა ლენინგორს თავისი ისტორიული სახელწოდება ,,ახალგორი'' დაუბრუნოს.

ამის შესახებ ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა თიმურ ცხურბათმა განაცხადა. მან ვრცელი ინტერვიუ მისცა სოციალური სამართლიანობის ცენტრს და მის წარმომადგენელს თამთა მიქელაძეს.

ინტერვიუში თემურ ცხურბათი ამბობს, რომ ამ იდეას ცხინვალი ბევრი მხარდამჭერი ჰყავს:

,,როგორია მისი მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით?! ბატონმა გაგლოევმა, შესთავაზა ლენინგორის, აქვე უნდა ვთქვა, რომ მე არ ვარ წინააღმდეგი, მას ახალგორი ვუწოდოთ, მეტიც, ოსებს თვითონ უნდოდათ ამ სახელის შეცვლა და მისთვის ახალგორის დარქმევა, იმიტომ რომ ისინიც ხვდებიან, რომ ლენინი ახალგორში არასდროს ყოფილა და კომუნისტური რეჟიმიც დიდი ხანია დასრულდა. მაგრამ რადგან საქართველოსთან ურთიერთობები გამწვავდა, ქართველების ჯინაზე ეს სახელი დარჩა. ბატონი ალანი ქართულ მოსახლეობას დანარჩენ საქართველოსთან ხელმისაწვდომობის გამარტივებას შეპირდა, რაც მე მგონია, რომ ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება. იმედი მაქვს, რომ ის ამ დანაპირებს შეასრულებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთოსურ საზოგადოებაში ადგილობრივი ქართველების ინტეგრაციას. ახლა საჭიროა, რომ ამ საზოგადოებას ცხოვრების სათანადო პირობები შეექმნას. მათ უნდა მიეცეთ საქართველოში ნათესავების მონახულების შესაძლებლობა, მით უფრო, რომ აქ ძირითადად მოხუცი ადამიანები ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ მათ გამშვებ პუნქტს გაუხსნიან.'' - ამბობს თიმურ ცხურბათი.

იხ. ინტერვიუ ვრცლად
Print

სტატიის გამოყენების პირობები