ახალი ამბები
კარბში სარწყავი წყლის გამო ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, მეზობელებს შორის სარწყავ წყალზე მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დაასრულდა.

ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა.ავრცელებს.

გარდაცვლილია 33 ხნის მამაკაცი, რომელსაც 70 წლის ქალმა თავში ქვა ჩაარტყა.

ქალი პოლიციამ დააკავა. როგორც ფორმულას ადგილობრივები უყვებიან, მკვლელობას წინ უძღოდა თოხებით და ბარებით დაპირისპირება მეზობლებს შორის, ქალმა ქვა მამაკაცს მას შემდეგ ჩაარტყა, რაც მის შვილს თოხით თავი გაუტეხა.

,,გორმედის" ცნობით, მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განხრაზ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები