ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში დიაბეტით დაავადებულებისთვის მოქმედებს სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა „დიაბეტის მართვა“.

პროგრამის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

▪️ სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს.

▪️ სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება მოიცავს:

1) შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის და ანგიოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:
ა) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე;
ბ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;
გ) კრეატინინის და/ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;
დ) მიკროალბუმინურიის კვლევა;
ე) სისხლის საერთო ანალიზი;
ვ) შარდის საერთო ანალიზი;
ზ) С- პეპტიდი;
თ) ჰომა – 2-ის ინდექსი;
ი) ე.კ.გ.

2) უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, საჭიროებისამებრ, ნევროპათოლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

ა) სისხლის საერთო ანალიზი;
ბ) თავის ქალის რენტგენოგრაფია;
გ) თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა;
დ) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ;
ე) შარდის საერთო ანალიზი (არანაკლებ 2 ერთეულისა);
ვ) ზიმნიცკის სინჯი (არანაკლებ 2 ერთეულისა);
ზ) ელექტროლიტების – Na, К – განსაზღვრა სისხლში.

▪️ „სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით“ გათვალისწინებული მომსახურების მიღების უფლება პაციენტს აქვს წელიწადში ერთხელ.

დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლემ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციისთვის, უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს.

▪️ პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი პირები და და პედაგოგები სარგებლობენ უფასო მომსახურებით, სხვა პირებისთვის არსებობს შეღავათები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები