ახალი ამბები
რა გააპროტესტეს დღეს ქვემო ჭალაში?
დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 11 ჰა მიწის ნაკვეთი უკანონოდ გაიყიდა.

აქციას პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი, ამავე სოფელში მცხოვრები ვაჟა ოთარაშვილი ხელმძღვანელობდა, რომლის თაოსნობით გამოსვლები ჰომოფობიურ განცხადებებში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეთა გამოსვლები სიძულვილის ენას შეიცავდა არაბების მიმართ.

როგორც ვწერდით, ამ სოფელში აღმოსავლური სოფელი შენდება. 121 სამსართულიან სახლებს არაბი ინვესტორები აშენებენ.

ამ აქციის პარალელურად სოფელში ,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერი დავით ქაცარავაც ჩავიდა. მისი თქმით, გაყიდული მიწების უკან სავარაუდოდ რუსი ბიზნესმენი დგას, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით ეს არ დგინდება.

იხ. ამავე თემაზე:

ქვემო ჭალაში აღმოსავლური სოფელი შენდება
Print

სტატიის გამოყენების პირობები