ახალი ამბები
,,ვაპირებ გავხდე მოსწავლეების საყვარელი მასწავლებელი'' - გორელი ნია შატაკიშვილი უმაღლესი ქულებით
გორის მეხუთე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნია შატაკიშვილი ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს იღებს.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში 59 ქულა მიიღო (მაქსიმალური 60); ხოლო ლიტერატურაში 65 ქულა. (მაქსიმალური 70). თუმცა, როგორც ირკვევა, ლიტერატურაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულა 66 დაიწერა.

რაცც შეეხება უხცოურ ენას, ინგლისურ ენაში მიიღო 75 ქულა (მაქსიმალური - 80)

ნია ამბობს, რომ ის მოელოდა ამ შედეგებს, რადგან მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა და ცდილობდა ბოლომდე ემუშავა საკუთარ თავზე.

,,გარდა ამისა, დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა, მაია კარელიძემ, რომელიც არა ნაკლებ შრომობდა და მუშაობდა თითოეულ ბავშვზე.'' - გვითხრა ნიამ.



სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულები მივიღე.

ლიტერატურის გამოცდაზე გასვლას თავიდან არ აპირებდა: ,,თუმცა ქალბატონმა მაიამ ისე შემაყვარა საგანი და იმდენი ცოდნა მომცა, რომ თამამად გადავწყვიტე შევჭიდებოდი ასეთ რთულ საგანს.'' - ამბობს ნია.

ნია შატაკიშვილი ფიქრობს, რომ თუ მოსწავლე ძალისხმევას არ იშურებს და მთელი წლის განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობს, მისთვის რთული არაფერი იქნება. 



მისი ჰობი მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ცეკვა, მოგზაურობა და ახალი ადამიანების გაცნობაა.

აპირებს ჩააბაროს ქართულ ფილოლოგიაზე და გახდეს მოსწავლეების საყვარელი მასწავლებელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები