ახალი ამბები
მიმართეთ სასამართლოს - შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზეღდულეთელებს
დღეს მთელი დღის განმავლობაში სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

ისინი გორამდე ფეხით ჩამოვიდნენ. სამხარეო ადმინისტრაციის წინ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეს აბიკო აბესაძეს შეხვდნენ.

აბესაძის განცხადებით, გუბერნატორის ადმინისტრაციამ ყველა თავისი შესაძლო რესურსი ამოწურა, შესაბამისად, საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს:

,,აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, არაერთხელ შევხვდით მოსახლეობას. ჩვენი - ადგილობრივი ხელისუფლების და ასევე ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, გარკვეულწილად მედიატორის როლიც შევასრულეთ ორ მოდავე მხარეს - სოფლის მოსახლეობის ერთ ნაწილსა და მიწის ფართობის კერძო მესაკუთრეს შორის. ამ მედიაციის შედეგად, მიწის მეპატრონემ სოფელს სადაო ფართობიდან 30 ჰექტარი უსასყიდლოდ შესთავაზა, ანუ აღნიშნულ 30 ჰა-ს თმობდა მიწის მესაკუთრე, თუმცა, მოსახლეობამ განაცხადა, რომ ეს წინადადება მათთვის მისაღები არ იყო და იმ კონკრეტულ ფართობს ერთი ჰექტარიც რომ დაკლებოდა, დავას გააგრძელებდნენ. ეს მიწა გასხვისდა წინა ხელისუფლების დროს, 2008 წელს, მას შემდეგ გასხვისდა რამდენჯერმე. მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მოსახლეობის, ისე მიწის მესაკუთრის უფლებების დაცვა, ჩვენი ჩართულობით თუ რამე იყო შესაძლებელი, მაქსიმუმი გავაკეთეთ და პრობლემის კანონის ფარგლებში მოგვარების ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ, სხვა მხრივ კი, გადაწყვეტილება სასამართლოს მისაღებია და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ.

იხ. ამავე თემაზე

მსვლელობა ავტობანზე - პროტესტის მე-12 წელი ზეღდულეთში
Print

სტატიის გამოყენების პირობები