ახალი ამბები
გორში ავარიისას მანქანამ გეზი მგზავრთა მოსაცდელისკენ აიღო
გორში წმინდაწყალზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვია. შემ­თხვე­ვა კა­რა­ლე­თი-გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და.

ავა­რი­ის შე­დე­გად, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი - ახალ­გაზ­რდა ქალი და მისი ორი შვი­ლი და­შავ­და. დაშავებულები სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკიპაჟმა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

საპატრულო პოლიციის დახმარებით, მძღოლები არკვევდნენ გამომწვევ მიზეზებს.

თუმცა, როგორც ირკვევა, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიკროავტობუსი ინერციით ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა.

ტროტუარზე ამ დროს ქვეითი არ მოძრაობდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები