ახალი ამბები
აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა
გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

„2008 წლის აგვისტოში საქართველომ უმძიმესი დღეები გამოიარა. ,,პატივი მივაგეთ გმირულად დაღუპულ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ'' - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები