ახალი ამბები
გორის მე-7 სკოლას აგვისტოს ომში დაკარგულ კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ზაზა ბირთველიშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, გორის ერთ-ერთ სკოლას მისი სახელი მიენიჭა.

კერძოდ, კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა გორის მე-7 საჯარო სკოლას.

ზაზა ბირთველიშვილი 1976 წლის 17 აპრილს გორში დაიბადა და გაიზარდა, ოჯახში მეორე შვილი იყო. გორის მე-7 საჯარო სკოლა დაამთავრა. 17 წლის დაოჯახდა. მერე იყო სამხედრო სამსახური, ოთხწლიან კონტრაქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი, თუმცა მხოლოდ 2 წელი იმსახურა.

ტ72 – ტანკი ნომერი 406 - ზაზა "მიმინოს" ეძახდა თავის ტანკს. ძალიან უყვარდა. ცხინვალში შევიდა, მას მერე არავის უნახავს, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები