ახალი ამბები
აქამდე უცნობი ფოტოების პრეზენტაცია გაიმართა ლომჭაბუკის სკვერში
08 აგვისტოს 21:00 საათზე გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა და ხელოვნების სახლმა წარმოადგინა ფოტოგრაფ ოთო გვრიტიშვილის ფოტორეპორტაჟი, რომელიც გადაღებულია 2008 წელის აგვისტოში

"ისე გამოვიდა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გორში ვიყავი, ვიყავით ოჯახი, მამაჩემი სამსახურის (ქალაქის ენერგომომარაგება) გამო ვერ ტოვებდა ქალაქს და ჩემი ძმა, რომელაც ახალი დაწყებული ქონდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამსახური. დედა სხვა წევრების გარეშე ვერ გავიდოდა და მე - თავისუფალი მოქალაქე, რომელსაც ახალი დაწყებული მქონდა ფოტოგრაფობა. მოვლენები როგორც იცით სწრაფად განვითარდა და გააზრება ვერავინ ვერ მოასწრო რა ხდებოდა ჩვენს თავს. კადრები გადაღებულია 7-8-9-10-11-12-13 --- 19-21-22 აგვისტოს, თუმცა მხოლოდ 20%-ია სრული არქივიდან.
სრული არქივი დაკარგულია სამწუხაროდ... დაბომბილია საცხოვრებელი სახლები, მოედნები, სკოლები და საბავშვო ბაღები...'' - ამბობს ოთო გვრიტიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები