ახალი ამბები
გასულ თვეში ქვეყანაში 156 737 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემები გამოაქვეყნა. გასულ თვეში ყველაზე მეტი, 156 737 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

ეს მაჩვენებელი 525.5%-ით მეტია გასული წლის ივლისის მონაცემზე და 1.5%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 159 063-ს შეადგენდა.

იმ 15 ქვეყანას შორის, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რუსეთის შემდეგ არიან:

სომხეთი – 103 906 ვიზიტორი (427.3%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 26.7%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე);
თურქეთი – 95 989 ვიზიტორი (173.9%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 38.5%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე)
საუდის არაბეთი – 27 712 ვიზიტორი (62.3%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 39.8%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე)
საქართველო (არარეზიდენტი) – 24 278 ვიზიტორი (114.9%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 21.7%-ით მეტი 2019 წლის ივლისზე)
ისრაელი – 22 684 ვიზიტორი (29.2%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე. ცვლილება 2019 წლის ივლისის ვიზიტორთა რაოდენობასთან 0%-ია)
ბელარუსი – 20 773 ვიზიტორი (120.5%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 65.6%-ით მეტი 2019 წლის ივლისზე)
ყაზახეთი – 19 258 ვიზიტორი (101.7%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 46.7%-ით მეტი 2019 წლის ივლისზე)
უკრაინა – 18 711 ვიზიტორი (23.6%-ით ნაკლები 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 25.8%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე)
აზერბაიჯანი – 14 282 ვიზიტორი (70.1%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 91.9%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე)
ირანი – 11 787 ვიზიტორი (590.9%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 12.3%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე)
ინდოეთი – 7215 ვიზიტორი (4.6%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 106.6%-ით მეტი 2019 წლის ივლისზე)
პოლონეთი – 5731 ვიზიტორი (0.3%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 50.4%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე)
უზბეკეთი – 5539 ვიზიტორი (61.5%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 337.5%-ით მეტი 2019 წლის ივლისზე)
გერმანია – 5460 ვიზიტორი (84.5%-ით მეტი 2021 წლის ივლისის მონაცემზე და 44.4%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე)
საერთო ჯამში, გასულ თვეში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 597 887 ვიზიტი განხორციელდა. ეს მაშინ, როდესაც 2019 წლის ივლისში 882 331 ვიზიტი დაფიქსირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები