ახალი ამბები
გორში ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებს მკვეთრად ჩამოუვარდება
2022 წლის ივლისში, გორს 36 600 ვიზიტორი ესტუმრა.

ამის შესახებ ინფორმაცია გორის ტურიზმის სააგენტოდან მივიღეთ.

ეს მონაცემი მკვეთრად ჩამოუვარდება, პანდემიამდელ პერიოდის ივლისის მონაცემს.

მაგალითად, 2019 წლის ივლისში გორს 55 977 ტურისტი ესტუმრა.

რაც შეეხება ქვეყანას, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემები გამოაქვეყნა. გასულ თვეში ყველაზე მეტი, 156 737 ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა.

ეს მაჩვენებელი 525.5%-ით მეტია გასული წლის ივლისის მონაცემზე და 1.5%-ით ნაკლები 2019 წლის ივლისზე.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 159 063-ს შეადგენდა.

მონაცემები ტურიზმის სააგენტოს მიღებული აქვს სტალინის სახლ-მუზეუმისა და უფლისციხის მუზეუმის ადმინისტრაციისგან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები