ახალი ამბები
ქარელი-სკრის არხზე 3 წლიანი რეაბილიტაცია დაიგეგმა - ფოტორეპორტაჟის შემდეგ
ქარელი-სკრის არხის თითქმის 30 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

3 წლის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ ლარი დაიხარჯება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამსახურში აცხადებენ, მთლიანად შეიცვლება წყლის გამანაწილებელი სარქველები.

რეაბილიტაცია მიზნად ისახავს წყლის სამართლიანი განაწილების სისტემას.

ქარელი-სკრის არხი მოედინება ხაშურის სოფელ ტაშისკრიდან, მდინარე მტკვრის მეშვეობით.

ქარელის შემდეგ ამ წყლით ვერ სარგებლობენ შემდეგი სოფლები: ქვენაფლავი, ღვლევი, რიეთი, სკრა, ბეთლემი. ამ სოფლის მოსახლეობა აცხადებდა, რომ წყალს ხვედურეთში იტაცებენ.



ჩვენს მიერ მომზადებული ფოტორეპორტაჟით დავადგინეთ, თუ რატომ არ მიეწოდება წყალი ქვენაფლავის შემდეგ მდებარე სოფლებს. ხვედურეთის ორივე სოფლის ტერიტორიაზე ხელოვნური წყალსაქაჩი მოტორებია დამონტაჟებული. ამ ფოტოების გამოქვეყნებამ ხვედურეთელი ფერმერების გაღიზიანება გამიწვია. მათი თქმით, წყალს იმიტომ იპრავენ, რომ ცოტა მოდის, თუმცა მელიორაციის სამსახურის მიმართ მსგავსი გაღიზიანება არ გამოუხატავთ.

იხ. ფოტორეპორტაჟი - ,,მელიორაციის სისტემა ქარელიდან გორამდე''
Print

სტატიის გამოყენების პირობები