ახალი ამბები
,,რატომ ერევი მეზობლების ჩხუბში?'' - კასპში პოლიციელებს აგინეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ.

ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დასახმარებლად პოლიცია გამოიძახეს.

,,რატომ მოხვედით, რატომ ერევით მეზობლების ჩხუბში'' - ასეთი იყო შინაარსი იმ სიტყვების, რომებიც პოლიციელებმა მიიღეს.

ადგილზე მისულ სამმართველოს თანამშრომლები თავად გახდნენ დაზარალებულები. პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მეზობლებს შორის დავაში პოლიცია არ უნდა ჩარეულიყო.

კასპის სამმართველოს თანამშრომლებმა პოლიციელების შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები