ახალი ამბები
შინდისის გმირების მემორიალამდე მისასვლელ გზაზე ასფალტი დაიგება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდიდში 2.7 კმ-იან გზაზე ასფალტი დაიგება.

საქმე ეხება შინდისის გმირების მემორიალამდე მისასვლელ გზას.

გორის მერიის ცნობით, ასფლატი დაიგება სოფლიდან მემორიალამდე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1,9 მლნ ლარი.



14 წელი გავიდა იმ შეტაკებიდან, რომელიც რუსეთის სამხედროებსა და ქართველ ჯარისკაცებს შორის გაიმართა.

2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლებმა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულთან უთანასწორო ბრძოლა გამართეს.

შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე, რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან.

,,სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ - სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ. 20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია. შინდისთან ბრძოლას 20 ჯარისკაციდან მხოლოდ სამი გადარჩა, ისიც შინდისელების წყალობით. სოფლელებს ბრძოლის ველიდან დაჭრილი ჯარისკაცები ღამით გაიყვანეს. ერთ-ერთს, ოთარ კალმახელიძეს, შინდისელი ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად ახმეტა, რამდენიმე დღე თავის სახლში მალავდა, შემდეგ კი მედპერსონალს ჩააბარა." - იხსენებენ ადგილობრივები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები