ახალი ამბები
გორში კორპუსის კანალიზაციის მოსაწესრიგებლად მერიამ კომპანია დაიქირავა, რომელიც ორი თვეა არ გამოჩენილა
გორში კომბინატის დასახლებაში გორგასლის ქუჩაზე (#4) წლებია მოსახლეობას კანალიზაცია აწუხებს.

ამ მიზნით გორის მერიამ  2022 წლის აპრილს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ დრომდე არ გამოჩენილა.

სამუშაოები 10 აგვისტოს უნდა დამთავრებულიყო.

როგორც გორის მერის მოადგილის, ნიკა ღვინიაშვილის მიერ გაგზავნილ ჯგუფის წევრები იტყობინებიან, კომპანიას სამუშაოები არც დაუწყია.

სამუშაობის ღირებულება უნდა ყოფილიყო 18 354 ლარი, თუმცა ვერ გაიხარჯა.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია სათანადო დაისჯება.

თემატური ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები