ახალი ამბები
საინფორმაციო კამპანია გორში მობილური ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ
გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია ახალგაზრდების დასაქმების შესახებ.

სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები კამპანიის მონაწილეებს  აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს მობილური ახალგაზრდული საქმიანობა.

,,ეს ძირითადად ხორციელდება იქ , სადაც ახალგაზრდული სერვისები და ინფრასტრუქტურა არაა განვითარებული" - აღნიშნეს შეხვედრაზე.

შეხვედრას ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

პროექტს ახორციელებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო", ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები"; ,,კონრად ადენაუერის ფონდი" და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია.

პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები