ახალი ამბები
რუსეთის ტერიტორიაზე მოპარული 2 მანქანა ცხინვალის რაიონში იპოვეს
ვლადიკავკაზიდან მოპარული 2 ძვირადღირებული მანქანა ცხინვალის რაიონში იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მანქანები ვლადიკავკაზში მცხოვრებმა მოქალაქემ 2022 წლის აპრილში დაკარგა. საჩივრის მიხედვით, ძვირადღირებული მანქანები მიაქირავა  პირს, რომელმაც ქონება აღარ დაუბრუნა.

ერთ-ერთი მანქანა მილიციამ ცხინვალის რაიონის სოფელ კლარსში (ერედვის სიახლოვეს) აღმოაჩინა.  მეორე მანქანა კი უფრო ადრე, ივნისში იპოვეს, ისიც ცხინვალის რაიონში.

ორივე მანქანა მფლობელს დაუბრუნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები