ახალი ამბები
სოფლის მემორიალი - აფხაზეთის ომში დაღუპულ 5 ბიჭის ამბავი ქვახვრელიდან
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მემორიალური დაფები არაერთ სოფელში გაკეთდა.

1992-93 წწ-ში ახალგაზრდების ცხედრები თითქმის ყველა სოფელში ჩაასვენეს. მათ შორის, სოფელ ქვახვრელში..

ამ მემორიალზე გამოსახულია 5 ახალგაზრდის ფოტო: ზაზა სადაღაშვილი, ზვიად თათიძე, ემზარ აკოფაშვილი, ზაზა ომარის ძე წიწიკაშვილი და ზაზა ასკარის ძე წიწიკაშვილი.



ზაზა რევაზის ძე სადაღაშვილი – დაიღუპა 20 წლის

დაიბადა 1973 წლის 8 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში. დაამთავრა ქვახვრელის საშუალო სკოლა, წარჩინებით.

იყო ფუდოკან კარატე დოს შავი ქამრის მფლობელი. მრავალი ჯილდოს მფლობელი. კარატეს ინსტრუქტორი. 

1992 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს სპეც დანიშნულების ასეულში. 1993 წლის 19 აპრილს დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში, საბრძოლო მოქმედებებისას.


ზვიად ზელიმხანის ძე თათიძე - დაიღუპა 21 წლის

ზვიად ზელიმხანის ძე თათიძე დაიბადა 1972 წელს.

გაწვეული იყო ქართველ შევარდენთა ლეგიონში.

დაიღუპა სოფელ ლაბრაში, ოჩამჩირის რაიონში.


ემზარ აკოფაშვილი - დაიღუპა 23 წლის


დაიბადა გორის რაიონის სოფელ ქვახრელში 1969 წლის 26 ივნისს. დაამთავრა ქვახვრელის საშუალო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში.

არმიიდან დაბრუნების. შემდეგ მუშაობა დაიწყო კასპის წყალთა მელიორაციაში.

ოჯახური მდგომარეობის გამო შეთავსებით მუშაობდა გორის ელქსელებში, 1992 წლის 15 აგვისტოს გაიწვიეს ქართულ გვარდიაში.

უმამოდ გაიზარდა და სახლში ჰყავდა ლოგინად მწოლიარე დედა, რომლის მდგომარეობა უფრო გაუარესდა მისი წასვლის შემდეგ.

დაახლოებით ათ დღეში, 25 აგვისტოს.


ზაზა ომარის ძე წიწიკაშვილი - დაიღუპა 27 წლის

ზაზა ომარის ძე წიწიკაშვილი დაიბადა 1966 წლის 15 ოქტომბერს გორაის რაიონის სოფელ უფლისციხეში, განათლება – ტექნიკური, უცოლო.

უფლისციხის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ხიდისთავის # 15 პროფტექნიკურ ს.სწავლებელში, შემდეგ მუშაობა დაიწყო ზეინკლად.

1992 წლის 1 ივნისს მოხალისედ შევიდა 114-ე ბატალიონ „ავაზაში“, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, იბრძოდა სამაჩაბლოში, გაგრაში, ოჩამჩირეში.

1993 წლის 01 მარტს ერთ-ერთი დიდი ოპერაციის დროს სოფელ ლაბრასთან გმირულად დაეცა.

დასაფლავებულია გორის რაიონის სოფელ უფლისციხის სასაფლაოზე.



ზაზა ასკარის ძე წიწიკაშვილი

დაიღუპა 1992 წლის 29 დეკემბერს, 21 წლის

დაიბადა გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში. საშუალო სკოლა დაამთავრა თბილისში.

აფხაზეთის ომის დროს, ირიცხებოდა გვარდიაში. როგორც ზაზას დედამ გვითხრა, მისი შვილი მხედრიონელის ტყვიით დაიღუპა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები