ახალი ამბები
ხაშურში სასმელი წყლის ახალ სათავეებს ეძებენ
ხაშურში, სასმელი წყლის მიწოდება შემცირდა. მოსახლეობას დღის განმავლობაში წყალი რამდენიმე საათით მიეწოდება.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, შემცირდა წყლის დებეტი.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები დებეტის გასაზრდელად.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქ. ხაშურში სათავე ნაგებობებზე წყლის დებიტის გაზრდისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზაფხულის სეზონზე, სასმელი წყლის სარწყავად მოხმარების გამო და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დებიტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც ქ.ხაშურის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეზღუდულად მიეწოდება. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, ცხრამუხისა და ხცისის სათავეებზე, რათა უახლოეს დღეებში წყლის არსებული გრაფიკი აღდგეს. ამ დროისთვის, ხაშურის ახალი,თანამედროვე წყლისა და წყალრინების სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადებულია. პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი სისტემებით იქნება უზრუნველყოფილი."
Print

სტატიის გამოყენების პირობები