ახალი ამბები
ცხინვალსა და ზნაურის რაიონში ცეცხლის ორი კერა ჩააქრეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ორ სოფელში ცეცხლის ორი კერა ჩააქრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ცეცხლი მოედი ზნაურისა და ცხინვალის რაიონის სოფლების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას.

ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ცხინვალის რაიონის სოფელ ორტევის, ხოლო მეორე კერა ზნაურის რაიონის სოფელ თერეგვანის ტერიტორიაზე შეძლეს.

ორტევი მდინარე წყალწმინდის (პატარა ლიახვის შენაკადი) ხეობაში, ხოლო თერეგვანი ფრონეს ხეობაში მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები