ახალი ამბები
ნუსის ეძებენ გორში - ამბავი, რომელმაც გააერთიანა ადამიანები
უკვე მეხუთე დღეა გორში ,,ნუსის'' ეძებენ.

თამაზ მაყაშვილმა, მისმა მეგობრებმა და გულშემატკივრებმა ძაღლის მოსაძებნად ქალაქის სხვადასხვა კუთხებში ძებნა დაიწყეს.

თამაზ მაყაშვილი ფიქრობს, რომ თანაქალაქელების გარეშე ვერ მოახერხებს  ძაღლის მოძებნას. 

,,მათ მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩემთვის მნიშვნელოვანია; მწერენ, მირეკავენ. მაგალითად, ვნახე ცუგა ჭალაში რაგბის სტადიონთან, მართლაც ძალიან ჰგავს ნუსის მაგრამ ის არ აღმოჩნდა, მე საინფორმაციო ფლაერზე დამავიწყდა იმის დაწერა, რომ ნუსი გოგოა. ვნახე ცუგა სამეფო ქუჩაზეც, არც ის იყო, სამწუხაროდ'' - აცხადებს თამაზ მაყაშვილი. 



თამაზ მაყაშვილი აღნიშნავს, რომ ძებნას ჰქონია პოზიტიური მომენტებიც გარდა იმისა, რომ ძაღლის (ნებისმიერი ცხოველის, თუნდაც ნივთის) დაკარგვა გასევდიანებს:

,,მაგალითად შეგხვდება ადამიანი, რომელიც სიტუაციის გაცნობისას საოცარ ემპათიას გამოხატავს და მასთან კომუნიკაცია უმალ გიქრობს სტრესულ განწყობას, გიხარია, რომ აღმოაჩინე, გაიცანი, ეურთიერთე... რომელი ერთი ჩამოვთვალო, გაზეთების გამყიდველი ქალბატონი ყოფილ "სამხედრო ნაწილთან" ვერხვებზე, დაცვის პოლიციის ბიჭები ახალბაღში, დასუფთავების თუ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები, მეზობლები ყოფილი ტურბაზის დასახლებაში, ჩემი სტუდენტები (რომელბიც უფრო შემიყვარდნენ) და ა.შ. ეს საოცარი გოგო კი ფლაერებს რომ აკრავს მარიამია, ჩემი თანამშრომელი უნივერსიტეტიდან...'' - ამბობს თამაზ მაყაშვილი.

ერთ კორპუსთან, სადაც ფლაერი იყო გაკრული, ქალბატონი გაჩერდა, შეხედა კედელზე გაკრულს და ტელეფონი ამოიღო:

,,გავაჩერე მანქანა და კინაღამ გულიც გაჩერდა... ჩემთან არ დაურეკავს'' - იხსენებს თამაზ მაყაშვილი.

ტელეფონის ნომერია 574 43 53 60


Print

სტატიის გამოყენების პირობები