ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ქინძათში წყარო დაშრა - მოსახლეობა და დამსვენებლები უწყლოდ დარჩნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში წყარო დაშრა, ამის გამო, მოსახლეობა უწყლობას განიცდის.

ქინძათის წყაროს დაშრობის შესახებ ალის თემში მერის წარმომადგენელმა ინფორმაცია 11 აგვისტოს გააჟღერა. მან მერიას აცნობა, რომ სოფელ ქინძათში არსებული საუბნო წყაროს დაშრობის შედეგად მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი.

,,საფრთხე ექმნება მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას, უარესდება მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენური მდგომარეობა. შესაბამისად, საჭიროა უმოკლეს ვადაში განხორციელდეს სოფელ ქინძათში არტეზიული ჭის მოწყობის სამუშაოები'' - აღნიშნულია იაგო ქიტიაშვილის მოხსენებით ბარათში.

ხაშურის მერიამ ქინძათში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელა და დაადგინა, რომ გაკეთდეს არტერიული ჭა. 15 აგვისტოს ბრძანებით ხაშურის მერმა 22 ათასი ლარი გამოყო. ჭა მზად 2022 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში იქნება.

ფოტო თემატური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები