ახალი ამბები
გორში ხანძარს საწოლს მიჯაჭვული ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა
გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ერთ-ერთი კოტეჯში ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხანდაზმული მამაკაცი საწოლს იყო მიჯაჭვული.

კოტეჯში ამ დროს პაპა-შვილი იმყოფებოდა. შვილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია.

,,სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩნდა ცეცხლი. ბიჭიც ფანჯრიდან გადმოხტა. ისიც ცუდად იყო. სავარაუდოდ კვამლით გაიგუდა მოხუცი'' - ამბობენ მეზობლები.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები