ახალი ამბები
გორში რკინიგზის სადგურზე მანქანა კედელს დაეჯახა
გორში რკინიგზის სადგურზე მანქანა სარკინიგზო უბნის დამცავ კედელს დაეჯახა.

შემთხვევა გუშინ 18 აგვისტოს მოხდა. როგორც რკინიგზის დასახლებაში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, სავარაუდოდ კედელს სატვირთო მანქანა დაეჯახა.

თუმცა, თვითმხილველი არავინ აღმოჩნდა.



ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-სკრის მიმართულებით მოძრავ გზაზე მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაცდელია.

შსს სამინისტროში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები