ახალი ამბები
მეჯვრისხევში პაატა გულიაშვილი იმღერებს
27 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში პაატა გულიაშვილის შოუ-პროგრამა და ჯგუფ SPAM JAM-ის კონცერტი გაიმართება.

გადაწყვეტილება გორის კულტურის ცენტრმა მიიღო მერიასთან შეთანხმებით. მანამდე პაატა გულიაშვილი, ხაშურში დაბა სურამში იმყოფებოდა.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით და(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით იგეგმება ღონისძიება ,,პაატა გულიაშვილის კონცერტი რეგიონებში",  ე/წ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში. ანალოგიურ ღონისძიებებს და აქივობებს ჰქონდა რეგულარული ხასიათი, , მაგრამ ქვეყანაში შექმნილი კოვიდ-სიტუაციიდან გამომდინარე 2020 და 2021 წელს ღონისძიებები მასშტაბურად არ ჩატარებულა. მ/წლის 27 აგვისტოს იგეგმება კულტურული ღონისძიება - ,,პაატა გულიაშვილის კონცერტი რეგიონებში" - აღნიშნავს კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ილურიძე.

ბოლოს კონცერტი მეჯვრისხევში ,,ჯგუფმა'' სახემ გამართა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები