ახალი ამბები
გორის ცენტრში მანქანა ქვეითს დაეჯახა
გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

დაშავებულს პირველი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული მამაკაცი ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსადგომის მორიგედ (,,სტაიანშიკი'') მუშაობს.

როგორც მძღოლის ახლობლები აცხადებენ, ქვეითი ქუჩაზე მოულოდნელად გამოჩნდა, გადაირბინა გზა, რა დროსაც მოხდა შეჯახება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გორის  პარკინგის სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები