ახალი ამბები
ცხინვალის, დისევის, ქსუისისა და ნაგუთნის მიმდებარედ ცეცხლის კერები გაჩნდა
დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ხანძარს ოთხ ლოკაციაზე ებრძოდნენ.

ხანძრის კერები გაჩნდა როგორც ცხინვალის გარეუბანში, ასევე სოფლების: დისევის, ქსუისისა და ნაგუთნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ორ ადგილზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, დანარჩენებზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები