ახალი ამბები
ხაშურში მერია ადამიანებისთვის ფოტოხაფანგებს დაამონტაჟებს
ხაშურის მერია ადამიანებს ფოტოხაფანგებს ,,დაუგებს''.

ამის შესახებ დავალება მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.

საქმე ეხება დიდი რაოდენობით ნარჩენების დაყრას, რომელსაც კონკრეტულ ტერიტორიაზე უცნობი ადამიანები ტოვებენ.

ამ ეტაპზე უცნობია, სად დამონტაჟდება ფოტოხაფანგები. როგორც მერიაში აცხადებენ, მოსახლეობას წინასწარ გააფრთხილებენ.

,,ფოტოხაფანგების განთავსებას ნარჩენების მართვის კოდექსი ითვალისწინებს, ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით'' - გვითხრეს მერიის პრეს-სამსახურში.

განმარტება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში მითითებული იყო, რომ ფოტოხაფანგები უკვე დამონტაჟებულია. თუმცა, ხაფანგები ჯერ შესყიდვის პროცესშია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები