ახალი ამბები
ატენში საპროტესტო აქცია გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოსხლეობა ითხოვს, რომ მოასფალტების სამუშაოები დროულად დამთავრდეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომლებმაც ამის საშუალება მოსახლეობას არ მისცეს.

როგორც ირკვევა, საგზაო სამუშაოები შეჩერებულია იმის გამო, რომ სამშენებლო კომპანია გუდრონს და ბიტუმს სხვა რეგიონში ყიდულობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიას შეუძლია იგივე მასალა შეიძინოს გორში არსებულ ასფალტის ქარხნნებში, რომელიც ყოფილ პარლამენტარს იოსებ მაკრახიძესა და მის ახლობელსს აბულაძეს ეკუთვნის.

ფოტო: ტ/კ თრიალეთი
Print

სტატიის გამოყენების პირობები