ახალი ამბები
ხაშურში მოქალაქეებს ,,კოლხოზნიკები'' ჩამოართვეს
ხაშურში მოქალაქეებს ,,კოლხოზნიკები'' ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის ტელევიზია ,,ივერია'' ავრცელებს.

მათთან საუბარში მძღოლები აცხადებენ, რომ მიზეზი უცნობია:

,,ეს მანქანები გვყავდა ღორინამკალას მთისკენ. არც შეშით ყოფილა დატვირთული, არც არაფერი. გვითხრეს, უნდა ჩამოგართვათო. ახლა უნდა წაიღონ გორში, საჯარიმოზე. კი ადრე ვმუშაობდით შეშაზე, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ ყოფილა დატვირთული'' - აცხადებენ მძღოლები.

ხაშურის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ეკატერინე პაპუაშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივად მძღოლებს რეალური მიზეზი უნდა აუხსნან:

,,როგორ შეიძლება ყოველგავარი ახანა-განმარტებების გარეშე ჩამოართვა მანქანები და არ მისცე განმარტებას თუ რაში მიუძღვით ბრალი'' - ასე ეხმაურება საკრებულოს წევრი.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები