ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყე მეხუთე დღეა იწვის
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყე მეხუთე დღეა იწვის.

ახალციხის ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის'' ცნობით, ცეცხლი სოფელ აწყურს მოუახლოვდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის ტყეში ამჟამად სამი ღია კერაა, სადაც მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მისივე თქმით, არის ძველი კერები, რომლის ლიკვიდაციაც შეძლეს, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ახალი ცხელი კერებიც გაჩნდა.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან სამხედროებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, მეხანძრე - მაშველები, ვერტმფრენები, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები