ახალი ამბები
24 აგვისტო - უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში უკრაინიდან დევნილი 7 მოსწავლე სწავლობს.

სოფელ რეხაში -1; გორის მე3 სკოლაში - 2; მე-6 სკოლაში -2; მე-5 სკოლაში -1; მე-12 სკოლაში - 1.

წელს ეს დღე რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 6 თვეს აღნიშნავს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ის ახლა აკონტროლებს აღმოსავლეთ უკრაინისა და სამხრეთის ნაწილს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს რამდენიმე კონტრშეტევის განხორციელება, კერძოდ ხარკოვის ირგვლივ, ხოლო არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა მტრის ხაზების უკან, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმში.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 9 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი.

დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთმა 70 000-დან 80 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. ამ რიცხვში შედის დაღუპულები და დაჭრილები.

გაეროს მონაცემებით, დაიღუპა 5500 მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა რეალური მაჩვენებელი, ალბათ, ბევრად მეტია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები