ახალი ამბები
სოფელ არბოში ანტონ ფურცელაძის სახლს აღადგენენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში ანტონ ფურცელაძის სახლს აღადგენენ. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ თანხა 295 500 ლარი გამოყო.

სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება და 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

შენობას 2013 წლიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ქართველი მწერლის, პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტის სახლი წარმოადგენდა ორსართულიან ნაგებობას. შემორჩენილია მხოლოდ ერთი ჩრდილოეთი კედელი და მიწაში სრულად ჩაფლული მარანი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური და რიყის ქვა.

ნაგებობა გეგმით მართკუთხა ფორმისაა, დგას ეზოს სიღრმეში და მთავარი ფასადით ქუჩის მხარეს გამოდიოდა.

როგორც საარქივო ფოტომასალიდანაც ირკვევა ფასადის ცენტრალური მონაკვეთი ორივე სართულზე აივნებს ეკავა. ამჟამად ეს აივნები ფაქტიურად აღარ არსებობს. 




განსხვავებული სიტუაციაა ჩრდილოეთ აივანზე, სადაც ხის აივანი შეცვლილია რკინაბეტონის კონსტრუქციით და ამოშენებულია ბლოკის კედლით. პირველ სართულზე ჰოლი და ოთხი ოთახი ყოფილა. ამავე სართულზე კედელში აივანზე გამავალი კარი და ორი ფანჯარაა. სართულებს შორის დაკავშირება




აღნიშნული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. პროექტი ითვალისწინებს შენობის რეაბილიტაციასა და ეზოს კეთილმოწყობას. პროექტიის მიხედვით შენობას უნდა ჩაუტარდეს კონსერვაცია-რესტავრაციის და მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის მისაღები მეთოდოლოგიის შესაბამისად და აუთენტური მასალების თავსებადი მასალების გამოყენებით.

,,იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ შენობის უმეტესი ნაწილი დანგრეულია, მოხდება ჩამონგრეული და დანალექი მიწიდან დარჩენილი კედლების გამოთავისუფლება-გამოვლინება. მთლიანად მოიხსნება მიწის საფარი შენობის ირგვლივ და ინტერიერში. მოიშლება უსახური გადაკეთებები, რის შემდგომ, დამუშავებული პროექტის მიხედვით, ამოშენდება კედლები აგურისა და ყორე ქვის წყობით, ე.წ კახური შერეული წყობით. სართულშუა და სახურავის გადახურვები მოეწყობა ხის კონსტრუქციებზე. შენობა გადაიხურება ქართული ბრტყელი კრამიტით (მარსელის კრამიტი). სარდაფის სართულში ჩატარდება არსებული მარნის რესტავრაცია-კონსერვაცია. მნიშვნელოვანია არსებული კედლების გაჯანსაღება, ნაკერების გაწმენდა და ამოგოზვა.'' - წერს პროექტის ავტორი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები