ახალი ამბები
პაატა გულიაშვილის ჰონორარები შიდა ქართლში
შიდა ქართლში გრძელდება მსახიობ პაატა გულიაშვილის ტურნე.

მისი კონცერტები 17 აგვისტოს ხაშურში, 22 აგვისტოს კი, - ქარელში გაიმართა, სამი დღის შემდეგ 27 აგვისტოს - გორში, კერძოდ, სოფელ მეჯვრისხევში გამართავს.

ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, თუ რა თანხას უხდიან ადგილობრივი ბიუჯეტიდან მსახიობს.

ხაშურის მერიამ მას 2500 ლარი, ქარელის მერიამ - 3827 ლარი გადაუხადა, რაც შეეხება გორის მერიას, მიმდინარეობს მოლაპარაკება 5100 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გულიაშვილმა ხაშურში ბენდთან ერთად იმღერა, თუმცა ქარელში, სადაც ბენდის გარეშე იმყოფებოდა, თითქმის 1000 ლარით მეტს უხდიან.

იმისათვის, რომ ქარელში სოლო კონცერტი ,,მრავალფეროვანი'' ყოფილიყო, ქარელის კულტურის სახლში ადგილობრივი ქოროგრაფიული ანსამბლებიც ჩართეს.

გულიაშვილის ტურნე ბორჯომიდან დაიწყო, სადაც 5000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. მეჯვრისხევამდე კონცერტებს დასავლეთ საქართველოში მართავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები