ახალი ამბები
ბოლო ერთ კვირაში შიდა ქართლში კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო ერთ კვირაში შიდა ქართლში კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტები ძირითადად ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

,,საშუალო ასაკია უფრო მეტად. ასაკოვნებშიც გვხდება ვირუსი. თუმცა, რადგანაც ზაფხულის პერიოდია, ზღვისპირეთიდან ჩამოტანილი შემთხვევები უფრო ჭარბობს.'' - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება აცრას, მისი ინფორმაციით, პრაქტიულად, დღეში 3-4 ადამიანი თუ იცრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები