ახალი ამბები
ხაშურელი ოლიგარქები - გამრეკელის შემოსავალმა დუგლაძის შემოსავლებს გადააჭარბა
ხაშურში ოლიგარქიული მმართველობაა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით დასტურდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში მილიონერები არიან.

დოკუმენტაციის მიხედვით, მაჟორიტარი პარლამენტარი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გასულ წელს, მილიონზე მეტი ლარის შემოსავალი ჰქონდათ.

ამავე დეკლარაციების მიხედვით, ერთ წელიწადში მაგალითად ლევან გამრეკელმა 3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

მაგალითად, ზაალ გუდაძე, რომელსაც ბიზნესი ძირითადად მეღვინეობაში აქვს, 2021 წელს დეპოზიტზე ჰქონდა 380 000 დოლარი და 170 000 ლარი, ხოლო დამატებით, შემოსავლის სახით მიიღო 350 000 ლარი. მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით, დოლარის დღევანდელი კურსით, ეს თანხა ჯამში შეადგენს 1 მლნ 600 000 ლარს.

რაც შეეხება ლევან გამრეკელს, მან დეკლარაციაში მიუთითა, რომ კომპანია ,,ლე-გა''-დან (ჯართის რეალიზაცია) მიიღო 1 მლნ 208 349 ლარი. ხოლო როგორც ინდმეწარმემ მიიღო 1 მლნ 963 469 ლარი. ჯამში, ეს თანხა გამოვიდა 3 მლნ 170 000 ლარი. ამ ჯამიდან გამრეკელმა ქველმოქმედების სახით (რაც არ იბეგრება) მიუთითა, რომ გასცა 300 000 ლარი.

რაც შეეხება ხაშურის მესამე მილიონერს, მან ბოლო დეკლარაცია 2021 წლის გაზაფხულზე შეავსო. გელაშვილს ფული ანგარიშებზე საკმაოდ ცოტა ჰქონდა. მისი ძირითადი კაპიტალი იყო უძრავი ქონება. მთელი მისი უძრავი ქონება (კუნძულებიანად) საკმაოდ აღემატება დანარჩენი ხაშურელი მილიონერების ქონებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები