ახალი ამბები
სოფელ ხიდისთავში მცხოვრებ 18 მოსწავლეს ინტერნეტი ექნება - თანატოლების დახმარებით
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრე 8 ოჯახს ინტერნეტი ექნება. ამ 8 ოჯახში კი 18 მოსწავლე ცხოვრობს.

ფინანსური რესურსი გამოიყო იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხიდისთავის სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ მიმოზა ღოლიჯაშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს.

პროექტის სახელწოდებაა ,,სიკეთე სიკეთისთვის''. მის ფარგლებში სკოლის ეზოში გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. შეგროვებული თანხა კი, მოსწავლეების ინტერნეტიზაციას მოხმარდა.

,,სულ მალე 8 ოჯახი და ამ ოჯახებში მცხოვრები 18 მოსწავლე ისარგებლებს ინტერნეტით და მადლობას ვუხდი ამ სიკეთისთვის სრულიად ხიდისთავის თემს, ქალბატონ მანანა ჯალაბაძეს დახმარებისთვის და თანადგომისთვის, ჩემს უმაგრეს მშობლებს და მოსწავლეებს, ჩემს კოლეგებს, ყველა სტუმარს...'' - აღნიშნავს მიმოზა ღოლიჯაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები