ახალი ამბები
30 აგვისტო - უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა
დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად გორში ვერხვების დასახლებაში ის ადამიანები შეკრიბნენ, რომელთა ოჯახის წევრები დაკარგულად ითვლება.

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1500-მდე ეთნიკურად ქართველი, 200-მდე ეთნიკურად აფხაზი, 100-მდე ეთნიკურად ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ 6 ოსი და 35 ქართველი.

საქართველოში იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება.

2006 წელს გაეროს ეგიდით მიღებულ იქნა კონვენცია "იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ", რომლის შედეგად, იძულებითი გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა და რიგ შემთხვევებში ის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეიძლება შეფასდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები