ახალი ამბები
ეს წარმატებული გოგონა ლელუკა ქარქიშვილია /წერილი რედაქციას/
ეს წარმატებული გოგონა ლელუკა ქარქიშვილია.

ის გორის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთვრებულია, რომელიც უკვე სტუდენტის სტატუსით სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთშორისო სკოლაში (ISET) ინგლისურ ენაზე გააგრძელებს.

მან დიდი კონკურენციის მიუხედავად, შეძლო და მაღალპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით იმ 150 სტუდენტს შორის მოხვდა, რომლებიც ამ ფაკულტეტზე ისწავლიან.

წარმატებეს ვუსურვებთ ლელუკას!

ვულოცავთ მის გულშემატკივრებს და გორის მე-2 საჯარო სკოლას კიდევ ერთი მოსწავლის ასეთ მნიშვნელოვან წამატებას!

ავტორი: ლიზი ბედუკაძე

ცნობისათვის, NAEC-ის ინფორმაციით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი აიღო.

"2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები