ახალი ამბები
გორის მერიის დაფინანსებით შავი ზღვის სანაპიროზე ,,წარმატებული სპორტსმენი'' ისვენებს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის ბიუჯეტის სახსრებით, ქ. გორში მოღვაწე სპორტსმენისთვის 10 დღიანი საგზური შეიძინეს.

ერთი დღის ღირებულება 300 ლარი, ხოლო ჯამში 3000 ლარი გამოიყო.

ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ შავიზღვისპირეთში ერთი სპორტსმენი ისვენებს.

ხელშეკრულება 2022 წლის 26 აგვისტოს დაიდო. მას გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ღვინიაშვილი აწერს ხელს. საგზურის 10-დღიანი ვადა დღეს იწურება.

თუ ვინ გაგზავნეს ქობულეთის ,,შატო კვირიკეში'' უცნობია, დოკუმენტებში ეს არაა მითითებული.

,,შატო კვირიკე'' სტუმრებს ასევე სთავაზობს მწვადს. სასტუმროში ყოველ დილით სტუმრებს ამერიკული საუზმით უმასპინძლდებიან.

როგორც მერიაში აცხადებენ, დასასვენებლად ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მონაწილე გაგზავნეს, რომელმაც გასულ წელს ეს საჩუქარი ვერ გამოიყენა.  

იხ. დოკუმენტი, ხელმოწერილია 2022 წლის 26 აგვისტოს


Print

სტატიის გამოყენების პირობები