ახალი ამბები
გრაკლიანი გორის მოპირდაპირე მხარეს ახალი ნასახლარი გამოჩნდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ნასახლარი გამოჩნდა.

ნასახლარს, გრაკლიანი გორის მოპირდაპირე მხარეს, სულ ერთი თვის წინ არქეოლოგებმა მიაგნეს.

ამჟამად, მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.

ახალი გათხრები გრაკლიანი გორის მოპირდაპირე მხარეს, ავტობანიდან სულ რაღაც 10 მ-ში მიმდინარეობს.

ექსპედიციას გრაკლინი გორის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. 




Print

სტატიის გამოყენების პირობები